top of page

პროგრამის კონცეფცია

დღეს, როცა ცვლილებები ელვის სისწრაფით ვითარდება და ტექნოლოგიები ხშირად უსწრებენ ორგანიზაციულ ლოგიკას, მენეჯერებს უწევთ არა მხოლოდ რეაგირება, არამედ ახალი წესების შექმნა, ქცევითი სტრატეგიების გადახედვა და აზროვნების სისტემური განახლება.


ამ რეალობაში ლიდერობის არსიც იცვლება. ის მოითხოვს:

  • მენეჯერული ცნობიერების გაფართოებას;

  • ინტელექტუალურ სიმამაცეს;

  • პიროვნული და პროფესიული გაძლიერებისკენ მუდმივ სწრაფვას.
     

ლიდერობის პროგრამა Turning Point არის სტრატეგიული სივრცე ტრანსფორმაციული გარდატეხისთვის, სადაც საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები აფასებენ მიმდინარე რეალობას და ქმნიან ორგანიზაციული და ლიდერული ზრდის ახალ მასშტაბს:  გაცნობიერებულად. გამბედავად. გონივრულად.

ვისთვის არის ეს პროგრამა

Turning Point

Turning Point  • გარდამტეხი წერტილი შეიქმნა საშუალო და მაღალი რგოლის ლიდერებისთვის, რომლებიც:​

  • დგანან მენეჯერული პასუხისმგებლობის წინა ხაზზე;

  • ქმნიან, გარდაქმნიან და ავითარებენ იდეებს, სისტემებს, გუნდებსა და ორგანიზაციებს;

  • იღებენ მნიშველოვან გადაწყვეტილებებს მაღალი პასუხისმგებლობის პირობებში;

  • მიისწრაფიან რეალური ცვლილებებისკენ და ზრდისკენ.

პროგრამა გთავაზობთ

სიღრმისეულ თვითრეფლექსიას

ინდივიდუალური მენეჯერული საფუძვლების, ღირებულებებისა და შინაგანი მამოძრავებლების ანალიზი და ოპტიმიზაცია.

შედეგი: ავთენტური მართვის სტილი და თვითმართვის მაღალი უნარი.

 

ინტელექტუალურ სტიმულაციას

სტრატეგიული აზროვნება, რთული რეალობის სისტემური აღქმა და მოქმედებაში გადატანა.

შედეგი: ოპერაციული რუტინიდან სტრატეგიული ლიდერობისკენ - სისტემური ხედვა და მასშტაბირება.

ავთენტური ლიდერობის კონტექსტუალიზაციას

ქცევითი ეკონომიკა, ემოციური ინტელექტი და ეთიკური გადაწყვეტილებები.

შედეგი: გამოხატვისა და გავლენიანი კომუნიკაციის გაძლიერება.

 

რეალურ ქეისებს რეალური გმირებიდან

შეხვედრები გამოცდილ სპიკერებთან და რეალური ქეისები დიალოგში.

შედეგი: Trigger Case Lab - მუშაობა რთულ დილემებზე, სადაც მზა პასუხები არ არსებობს.  

ინდივიდუალურ სესიებს, საკუთარ ქეისზე მუშაობას

თქვენს რეალურ ბიზნეს ამოცანებზე აქცენტი.

შედეგი: ორგანიზაციული/მენეჯერული დილემების გადაწყვეტა.

 

კოლაბორაციულ სწავლებას

„კოჰორტის საბჭოები“ - ურთიერთმენტორინგი, ერთმანენით გაძლიერება, გამოცდილებისა და ხედვის გაცვლა.

შედეგი:  C-Level ნეთვორქინგი და უსაფრთხო კოლეგიალური გარემო.

პროგრამის შინაარსი

1. სტრატეგიული ლიდერობა ​

თამარ ყაჭაშვილი

სისტემური აზროვნება და რთული რეალობის გარდაქმნა სტრატეგიულ შესაძლებლობად. მოქნილობა, ცვლილებების მართვა და  მდგრადობა. სტრატეგიული ლიდერობის 5 კრიტიკული კომპონენტი.  ,,ზრდა ორკვადრატში“.

2. პიროვნული ლიდერობა 

თამარ ყაჭაშვილი

ღირებულებებზე დაფუძნებული მართვის სტილი, მოტივაციის წყაროების გააზრება და ავთენტური ლიდერობის საფუძვლები. ემოციური სტაბილურობა, თვითმართვის უნარი, დისციპლინა პასუხისმგებლობის კვალდაკვალ,  დროისა და რესურსების 

ოპტიმალური მართვა.
 

3. ლიდერობა კრიზისში 

თამარ ყაჭაშვილი

სიმშვიდე ქაოსში - ლიდერის ძალა კრიზისის ეპიცენტრში.

გადაწყვეტილებების მიღება პარადოქსულ და რთულ სიტუაციებში. ლიდერის შინაგანი სიმტკიცე, კრიზისების მართვა, გუნდურობა, რისკების შეფასება და აღდგენის სტრატეგიული გეგმები.

 

4. ლიდერის მთლიანობა კომუნიკაციაში 

თამარ ყაჭაშვილი, მარიამ კობახიძე

 

ხმა, სიტყვა და ემოცია, რომლებიც ასახავენ ლიდერის შინაარსს -  გავლენიანი კომუნიკაცია, როგორც ზემოქმედებისა და შინაგანი მთლიანობის ერთიანი გამოხატულება. გამოხატვის უნარების ცნობიერი მართვა, სწორი პოზიციონირება, დელეგირების სტრატეგიები და  ლიდერული გავლენა.

 

5. Trigger Case Lab 

თამარ კირვალიძე

რეალური ქეისები, სადაც სწორი პასუხი არ არსებობს, მაგრამ სწორი მიდგომა და კითხვები ცვლიან შედეგებს.  ეთიკა, კულტურა, სტრატეგიული კონფლიქტები, ღირებულებითი არჩევანი და ემოციური ზეწოლა, აზროვნების ჩვეულ ჩარჩოებს მიღმა.

პროგრამის დეტალები

ხანგრძლივობა: 8 შეხვედრა

შემოდგოდგომის ნაკადი (2025) - რეგისტრაცია დასრულებულია! 

გაზაფხულის ნაკადი I (2026) - რეგისტრაცია დასრულებულია! 

გაზაფხულის ნაკადი II (2026) - რეგისტრაცია დასრულებულია!

შემოდგოდგომის ნაკადი IV (2026) - რეგისტრაცია ღიაა! 

პროგრამის თარიღები: 17; 21; 24; 27; 31  ოქტომბერი;  04; 07; 14 ნოემბერი

დრო: ოთხშაბათი - 18:00-21:00; შაბათი -10:00-13:00

რეგისტრაციის ბოლო ვადა:  01 ოქტომბერი,  2026

* აღნიშნული თარიღები ეხება მიმდინარე ნაკადს. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ უახლესი დეტალებისთვის.

* შესაძლებელია შერჩევითი ინტერვიუ ჯგუფის ფორმირებამდე.​

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!

გარანტირებული ჯავშნისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!

პროგრამის ღირებულება და შეთავაზებები

Early Bird - შეთავაზება

ძალაშია 15 სექტემბრამდე (2026)

სტანდარტული პაკეტი

 ✔  8 შეხვედრა 

1790₾ 

პრემიუმ პაკეტი

✔ სტანდარტულ პაკეტი

✔ ინდივიდუალური სესია წამყვან მენტორებთან

✔ Follow-up შეხვედრა

✔ წვდომა Turning Point -ს რესურსებზე სპეციალური პირობებით

2390₾ 

პროგრამის სტანდარტული ღირებულება

ძალაშია 15 სექტემბრიდან (2026)

სტანდარტული პაკეტი - 2390₾ (იგივე პირობებით)

პრემიუმ პაკეტი - 2790₾ (იგივე პირობებით)

კორპორატიული შეთავაზებები

კორპორატიული შეთვაზებების სანახავად ეწვიეთ ამ ბმულს. 

დამატებითი შესაძლებლობები

  • პარტნიორი ბანკის განვადება;

  • გადახდა ორ ნაწილად - რეგისტრაციისას და პროგრამის დაწყებამდე;

  • სპეციალური შეთავაზება კომპანიებისთვის, ერთი ორგანიზაციიდან 2 ან მეტ მონაწილეზე, - 10%.

image00001.jpeg

მენტორები

bottom of page