მენ ტორების შესახებ

თამარ ყაჭაშვილი
Turning Point -ის ავტორი
თამარი მულტიდისციპლინარული პროფესიონალია, რომელიც აერთიანებს მრავალწლიან გამოცდილებას ბიზნესის, განათლებისა და მეწარმეობის მიმართულებით. ის არის ტრანსფორმაციული ლიდერობის პროგრამის -Turning Point-ის ვტორი და წამყვანი მენტორი, ასევე კომპანიების „კავკასიის გენეტიკა“ და „FIDA Georgia“ დამფუძნებელი.
აქვს მდიდარი სამეცნიერო-პედაგოგიური და საკონსულტაციო გამოცდილება. ფლობს PhD, MA ხარისხს და ACC (ICF) კვალიფიკაციას. აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა გლობალურ კვლევით და საგანმანათლებლო პროექტებთან.
შემუშავებული აქვს საავტორო პროგრამები სტრატეგიული მართვის, ლიდერობისა და ბიზნეს ქოუჩინგის მიმართულებებით. არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და რეცენზენტი, ბიზნესფედერაცია W4T-ის თანადამფუძნებელი და წარმოადგენს საქართველოს G100 გლობალურ ქსელში, საკონსულტაციო საბჭოს წევრის სტატუსით.

მანანა უგულავა
მანანა უგულავა არის მრავალმხრივი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალი განათლებისა და ტურიზმის მენეჯმენტში, რომელიც უკვე ათი წელია ქმნის და უძღვება ინოვაციურ საგანმანათლებლო სივრცეებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. აქვს ორი სამაგისტრო ხარისხი (MBA და MPA), და თანამშრომლობდა ისეთ გავლენიან ინსტიტუტებთან, როგორებიცაა: UNWTO, Les Roches და Luzern-ის სასტუმრო მენეჯმენტის სკოლა. არის არაერთი საგანმანათლებლო პლატფორმის დამფუძნებელი, მათ შორის Hospitality Management Institute-ისა და Sairme Tourism and Gastronomy Academy-ის. იგი ამავდროულად არის მოწვეული ლექტორი GIPA-ში, წარსულში კი საქმიანობდა BTU-ში, როგრც განათლების განვითარების კონსულტანტი.

თამარ კირვალიძე
თამარი არის საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი, რომელსაც განათლება მიღებული აქვს დიდ ბრიტანეთში. მას აქვს 20-წლიანი გამოცდილება ქართულ და საერთაშორისო კომპანიებში. თამარის კარიერა მოიცავს მაღალ პოზიციებზე მუშაობას საფინანსო, დეველოპმენტისა და საკონსულ ტაციო სექტორებში.

მარიამ კობახიძე
მარიამი მრავალწლიანი პრაქტიკული და აკადემიური გამოცდილების მქონე პროფესიონალია, რომლის საქმიანობაც სცენური მეტყველების, საჯარო გამოსვლისა და პედაგოგიკის გადაკვეთაზეა აგებული. იგი ასწავლის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ამავე მიმართულების ასისტენტ-პროფესორია. ასევე არის მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი პროფესიული გზა მოიცავს როგორც აქტიურ თეატრალურ პრაქტიკას, ისე საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და განხორციელებას — მეტყველების, კომუნიკაციისა და გამოხატვის უნარების განვითარების მიმართულებით. ამავდროულად, თანამშრომლობს სხვადასხვა წამყვან ინსტიტუციებთან როგორც პედაგოგი და ტრენერი.
