პროგრამის კონცეფცია
დღეს, როცა ცვლილებები ელვის სისწრაფით ვითარდება და ტექნოლოგიები ხშირად უსწრებენ ორგანიზაციულ ლოგიკას, მენეჯერებს უწევთ არა მხოლოდ რეაგირება, არამედ ახალი წესების შექმნა, ქცევითი სტრატეგიების გადახედვა და აზროვნების სისტემური განახლება.
ამ რეალობაში ლიდერობის არსიც იცვლება. ის მოითხოვს:
-
მენეჯერული ცნობიერების გაფართოებას;
-
ინტელექტუალურ სიმამაცეს;
-
და პიროვნული სრულყოფისკენ ყოველდღიურ სწრაფვას.
პროგრამა Turning Point – გარდამტეხი წერტილი არის სიღრმისეული განვითარების სივრცე, სადაც წარმატებული მენეჯერები აკეთებენ სტრატეგიულ პაუზას, აკვირდებიან საკუთარ გზას და ირჩევენ ახალ მიმართულებას: გაცნობიერებულად. გამბედავად. გონივრულად.
ვისთვის არის ეს პროგრამა
Turning Point
Turning Point • გარდამტეხი წერტილი არის იმ ლიდერებისთვის, რომლებიც:
-
უკვე დგანან მენეჯერული პასუხისმგებლობის წინა ხაზზე;
-
ქმნიან, გარდაქმნიან და ავითარებენ ორგანიზაციებს, სისტემებს, გუნდებსა და იდეებს;
-
იღებენ კრიტიკულ გადაწყვეტილებებს გაურკვევლობისა და ზეწოლის პირობებში და
-
სურთ არა ფორმალური განვითარება, არამედ გადამწყვეტი გარდატეხა საკუთარ მენეჯერულ სტილში, ხედვასა და გავლენაში.
პროგრამა გთავაზობთ
სიღრმისეულ თვითრეფლექსიას
ხელმძღვანელობის პიროვნული საფუძვლების კვლევა, ღირებულებების, მოტივების და შინაგანი მამოძრავებლების აღმოჩენა.
ინტელექტუალურ სტიმულაციას
სტრატეგიული აზროვნების ღრმა რეაქტივაცია, რთული რეალობების სისტემური ინტერპრეტაცია და გადატანა მოქმედებაში.
ავთენტური ლიდერობის ხელახალ კონტექსტუალიზაციას
ქცევით ეკონომიკა, ემოციური ინტელექტი, ეთიკური გადაწყვეტილებები — როგორც მენეჯერული გავლენის ახალი არქიტექტურა.
რეალურ ქეისებს რეალური გმირებიდან
შეხვედრები გამოცდილ სპიკერებთან —პროფესიონალიზმი, სისტემური აზროვნება, ემოციები და ქეისები დიალოგში.
ინდივიდუალურ სესიებს
პერსონალიზებული მუშაობა თქვენი განვითარების იმ უბნებზე, რომლებიც ყველაზე ძლიერად განსაზღვრავენ თქვენს ეფექტურობას.
კოლაბორაციულ სწავლებას
„კოჰორტის საბჭოები“ — თანამონაწილეობის ფორმატი, სადაც მონაწილეები აძლიერებენ ერთმანეთს გამოცდილებით, ინტერაქციითა და ხედვით.
პროგრამის შინაარსი
1. სტრატეგიული ლიდერობა
თამარ ყაჭაშვილი
სისტემური აზროვნება და რთული რეალობის გარდაქმნა სტრატეგიულ შესაძლებლობად.
2. პიროვნული ლიდერობა
თამარ ყაჭაშვილი
ღირებულებებზე დაფუძნებული მართვის სტილი, მოტივაციის წყაროების გააზრება და ავთენტური ლიდერობის საფუძვლები.
3. ლიდერობა კრიზისში
მანანა უგულავა
სიმშვიდე ქაოსში — ლიდერის ძალა კრიზისის ეპიცენტრში.
ლიდერის შინაგანი სიმტკიცე, ფიქრის სიცხადე და მოქმედების სიბრძნე.
4. ლიდერის მთლიანობა კომუნიკაციაში
მარიამ კობახიძე
ხმა და სიტყვა, რომლებიც ასახავენ ლიდერის შინაარსს — კომუნიკაცია, როგორც ზემოქმედებისა და შინაგანი მთლიანობის ერთიანი გამოხატულება.
5. Trigger Case Lab
თამარ კირვალიძე
რეალური ქეისები, სადაც სწორი პასუხი არ არსებობს, მაგრამ სწორი მიდგომა და კითხვები ცვლიან შედეგებს. სტრატეგიული კონფლიქტები, ღირებულებითი არჩევანი და ემოციური ზეწოლა, აზროვნების ჩვეულ ჩარჩოებს მიღმა.
პროგრამის დეტალები
პროგრამის დეტალები
ხანგრძლივობა: 9 შეხვედრა
შემოდგოდგომის ნაკადი (2025) - რეგისტრაცია დასრულებულია!
გაზაფხულის ნაკადი II (2026) - რეგისტრაცია ღიაა!
თარიღები: 28/04; 01/05; 05/05; 08/05; 12/05; 15/05; 19/05; 22/05 - 2026 | 19:00-22:00
***მე-9 შემაჯამებელი შეხვედრის თარიღი განისაზღვრება პროგრამის მიმდინარეობისას.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 23 აპრილი, 2026
* აღნიშნული თარიღები ეხება მიმდინარე ნაკადს. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ უახლესი დეტალებისთვის.
* შესაძლებელია შერჩევითი ინტერვიუ ჯგუფის ფორმირებამდე.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
გარანტირებული ჯავშნისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
პროგრამის ღირებულება და შეთავაზებები
Early Bird - შეთავაზება
ძალაშია 18 აპრილამდე (2026)
სტანდარტული პაკეტი
✔ 9 შეხვედრა
1790₾
პრემიუმ პაკეტი
✔ სტანდარტული პაკეტი
✔ ინდივიდუალური სესია წამყვან მენტორებთან
✔ Follow-up შეხვედრა
✔ წვდომა Turning Point -ს რესურსებზე სპეციალური პირობებით
2390₾
პროგრამის სტანდარტული ღირებულება
ძალაშია 18 აპრილიდან (2026)
სტანდარტული პაკეტი - 2390₾ (იგივე პირობებით)
პრემიუმ პაკეტი - 2790₾ (იგივე პირობებით)
კორპორატიული შეთავაზებები
კორპორატიული შეთვაზებების სანახავად ეწვიეთ ამ ბმულს.
დამატებითი შესაძლებლობები
-
პარტნიორი ბანკის განვადება;
-
გადახდა ორ ნაწილად - რეგისტრაციისას და პროგრამის დაწყებამდე;
-
სპეციალური შეთავაზება კომპანიებისთვის, ერთი ორგანიზაციიდან 2 ან მეტ მონაწილეზე, - 10%.




