გადააფასე, განაახლე, გაძლიერდი
ინდივიდუალურ და კორპორატიულ საჭიროებებზე მორგებული ლიდერობის პროგრამა მენეჯერებისთვის
პროგრამა Turning Point – გარდამტეხი წერტილი არის სიღრმისეული განვითარების სივრცე, სადაც წარმატებული მენეჯერები აკეთებენ სტრატეგიულ პაუზას, აკვირდებიან საკუთარ გზას და ირჩევენ ახალ მიმართულებას: გაცნობიერებულად. გამბედავად. გონივრულად.
Turning Point ეფუძნება ხუთ ურთიერთდაკავშირებულ განზომილებას, რომლებიც თანმიმდევრულად წარმოაჩენენ ლიდერის ტრანსფორმაციის მარშრუტს.
პროგრამას უძღვებიან გამოცდილი ქართველი სპიკერები, რომლებსაც წამყვან კორპორაციებსა და ორგანიზაციებთან მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკა აქვთ.


პროგრამის ვიდეო შესავალი


ხედვა
გვწამს, რომ მომავალი ეკუთვნის ლიდერებს, რომლებიც გადიან შინაგან ტრანსფორმაციას და ქმნიან ღირებულებებზე დაფუძნებულ ორგანიზაციებს.
მისია
ვქმნით სიღრმისეული განვითარების სივრცეს ლიდერებისთვის, რათა მხარი დავუჭიროთ გადადგან ნაბიჯი შინაგანი ტრანსფორმაციისაკენ - გაცნობუერებული ლიდერობის ხარისხისკენ.
როგორ დაიბადა Turning Point?
პროგრამა Turning Point – „გარდამტეხი წერტილი“ დაიბადა იქ, სადაც დუღს კორპორატიული ცხოვრება და ყალიბდება რეალური ლიდერული გამოცდილება. იქ, სადაც მენეჯერები ყოველდღიურად იღებენ რთულ გადაწყვეტილებებს, ხვდებიან როგორც წარმატებას, ისე წარუმატებლობას და ამ გამოცდილებების მეშვეობით განიცდიან გარდატეხას.
სწორედ აქედან შეიქმნა Turning Point — ინტელექტუალურად ღრმა და გამოცდილებაზე დაფუძნებული ტრანსფორმაციული პროცესი, რომელიც პასუხობს თანამედროვე ლიდერის რეალურ გამოწვევებს. პროგრამა აყალიბებს მართვის ინდივიდუალურ სტილს და ავითარებს მენეჯერულ აზროვნებას.












