top of page

პერსუნალურ მონაცემთა კონფიდენციალურობისა და ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკა

​

მოქმედებს ,,Turning Point – გარდამტეხი წერტილი“ საქმიანობის ფარგლებში

 

​

1. პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობა

​

Turning Point – გარდამტეხი წერტილი აფასებს თქვენს ნდობას და  საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, იცავს იმ ინფორმაციას, რომელსაც მოიპოვებს მომსახურების გაწევის მიზნებისთვის.

რა მონაცემებს ვაგროვებთ:

 

რეგისტრაციისას, საკონტაქტო ფორმების ან პროგრამაში მონაწილეობისას მოწოდებული ინფორმაცია, როგორიცაა:

 

– სახელი და გვარი;

– ელფოსტა და ტელეფონი;

– სამუშაო ადგილი ან პროფესიული სტატუსი;

– სხვა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც პროგრამის ადმინისტრირებისთვის არის საჭირო.

​

მონაცემების გამოყენების მიზანი:

​

– რეგისტრაციისა და მონაწილეობის დადასტურება

– პროგრამის ან სხვა დაკავშირებული ინიციატივების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

– კომუნიკაცია და მომსახურების გაუმჯობესება

– ანონიმური ანალიზი (განსხვავებული იდენტიფიკატორების გარეშე)

​

დაცვის მექანიზმები:

​

მონაცემები ინახება უსაფრთხოდ და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებისა.

თქვენი უფლებაა:

​

– მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;

– მოითხოვოთ მათი შესწორება ან წაშლა;

– უარი თქვათ შემდგომ კომუნიკაციაზე.

​

კონტაქტი: info@turningpoint.ge

 

​

2. ინტელექტუალური საკუთრება პოლიტიკა

​

ყველა მასალა, რომლებიც შეიქმნა/შეიქმნება ან გავრცელდა/გავრცელდება “Turning Point – გარდამტეხი წერტილი”პროექტის ფარგლებში, წარმოადგენს Turning Point – გარდამტეხი წერტილი”- ის საკუთრებას.

კერძოდ:

​

– პროგრამის კონცეფცია, შინაარსი, სტრუქტურა და მეთოდოლოგიის მოდელირება და სხვა;

– სავარჯიშოები, სახელმძღვანელოები და პრეზენტაციები;

– ბლოგების და ტექსტების შინაარსი;

– აუდიოვიზუალური მასალა (ფოტო, ვიდეო, ჩანაწერები);

– ბრენდინგი, დიზაინი და ვიზუალური იდენტობა.

​

Turning Point – გარდამტეხი წერტილი-ს პროგრამის შინაარსობრივი მოდულების, კონცეფციის და პროგრამასთან დაკავშირებული მასალების გამოყენების პირობები:

​

– აკრძალულია მასალების კოპირება, გამოყენება, გადაცემა ან გამოქვეყნება ავტორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;

– აკრძალულია პროგრამის იდეის ან ფორმატის გამოყენება სხვა ტრენინგებში ან პროექტებში ავტორის თანხმობის გარეშე;

– დაშვებულია მხოლოდ პირადი, არაკომერციული გამოყენება — შეთანხმებით,  ავტორისა და წყაროს მკაფიო მითითებით: Turning Point – გარდამტეხი წერტილი

 

​

3. უსაფრთხოება და ჯგუფური კონფიდენციალობა

​

Turning Point ქმნის უსაფრთხო, სანდო და ღია სივრცეს მონაწილთათვის. შესაბამისად:

– დაუშვებელი სესიების აუდიო ან ვიდეო ჩაწერა ორგანიზატორის თანხმობის გარეშე;

– დაუშვებელია დოკუმენტებისა და მასალების გავრცელება მესამე პირებთან;

– ჯგუფური დისკუსიები, პერსონალური ისტორიები და მონაწილეების მხრიდან გაზიარებული გამოცდილებები ითვლება კონფიდენციალურ შინაარსად და დაცულია ორმხრივი ნდობის პრინციპით.

 

​

პოლიტიკის განახლება

​

Turning Point იტოვებს უფლებას განაახლოს ეს პოლიტიკა საჭიროების შემთხვევაში. ცვლილებები გამოქვეყნდება ვებსაიტზე.

​

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@turningpoint.ge

bottom of page