top of page

ჩვენ შესახებ

Artboard 2 copy.png

ხედვა

გვჯერა, რომ მომავალი ეკუთვნის იმ ლიდერებს, რომლებიც იცნობენ საკუთარ თავს, გადიან შინაგან ტრანსფორმაციას და ქმნიან ღირებულებებზე დაფუძნებულ ძლიერ ორგანიზაციებსა და სისტემებს.

 

მისია

ჩვენი მისიაა შევქმნათ სიღრმისეული განვითარების სივრცე ლიდერებისთვის, რათა მხარი დავუჭიროთ - შეხედონ საკუთარ რეალობას და გადადგან ნაბიჯი შინაგანი ტრანსფორმაციისაკენ - ძლიერი და გაცნობიერებული ლიდერობის ხარისხისაკენ.

 

 

როგორ დაიბადა Turning Point?

პროგრამა Turning Point – „გარდამტეხი წერტილი“ დაიბადა იქ, სადაც დუღს კორპორატიული ცხოვრება და ყალიბდება რეალური ლიდერული გამოცდილება. იქ, სადაც მენეჯერები ყოველდღიურად იღებენ რთულ გადაწყვეტილებებს, ხვდებიან როგორც წარმატებას, ისე წარუმატებლობას და ამ გამოცდილებების მეშვეობით განიცდიან შინაგან გარდატეხას.
სწორედ აქედან შეიქმნა Turning Point, ინტელექტუალურად ღრმა და გამოცდილებაზე დაფუძნებული ტრანსფორმაციული პროცესი, რომელიც პასუხობს დღევანდელი ლიდერის რეალურ გამოწვევებს. პროგრამა აძლიერებს პიროვნულ სიღრმეს, აყალიბებს მართვის ინდივიდუალურ სტილს და ავითარებს მენეჯერულ აზროვნებას.

გადადგი გარდამტეხი ნაბიჯი

bottom of page